რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) მატარებლის შეჯახების შედეგად ჩაქვში, 61 წლის ქალი დაიღუპა. შუახნის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას რელსებზე მოძრავი სატვირთო მატარებელი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველმა „პრაიმ ტაიმს" უთხრა, შუახნის ქალს ტრავმა თავის არეში ჰქონდა მიღებული, რის გამოც იგი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ, დილის 10 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. ფაქტზე უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×