რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) ძიუდოისტ გიორგი პაპუნაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე საქართველოს ჩემპიონატის მსვლელობისას გიორგი პაპუნაშვილს ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„მე არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. შეჯიბრების დროს არაფერი არ მომხდარა. ხალხის თვალწინ არაფერი ყოფილა, სხვაგან თუ რამე იყო, არ ვიცი. ჩემპიონატის მსვლელობისას ჩვენ არაფერი გვინახავს", - განაცხადა თენაძემ

„ინტერპრესნიუსთან".

გავრცელებული ინფორმაციით, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის დროს რამდენიმე ძიუდოისტი გიორგი პაპუნაშვილს გაუსწორდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი პაპუნაშვილმა ტიტულოვანი კონკურენტები ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×