რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის 71 ბაგა-ბაღში ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში პანიკაში ჩავარდნილი ბავშვები და მშობლები ჩანან.

როგორც "პრაიმტაიმს" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა, ბაღის ადმინისტრაციის მიმართ გატარდება მკაცრი სანქციები. მიმდინარეობს მოკვლევა და ყველა საჭირო ინფორმაცია გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღის ადმინისტრაციის განმარტებით, შენობაში პიროტექნიკა ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა შეიტანა. მართალია შესაბამისი ხელწერილები დაწერილია, თუმცა, სიფრთხილის ნორმების დარღვევა მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ბაღის ადმინისტრაციას ეკისრება.

მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×