რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს 2019 წლის იანვრიდან ხელფასები 10-15%-ით გაეზრდებათ. ინფორმაცია მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013"-მა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა

„მადლობას ვუხდით თბილისის მოსახლეობას, ჩვენს მგზავრებს პრობლემის სწორად აღქმისთვის და აქვე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გაფიცვის დროს შექმნილი დისკომფორტისთვის. ასევე, კომპანიის, მერიისა თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ვინც სწორად გაიგო ჩვენ მიერ დასმული პრობლების არსი და ქმედითი ნაბიჯები გადადგა მისი მოგვარებისთვის", - განაცხადეს პროფკავშირების წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. მანამდე მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ, რის გამოც მეტროპოლიტენის მუშაობა სამი დღით შეფერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×