რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული 30 ადამიანი მიიყვანეს. მათ შორის უმეტესობა ბავშვია. დამწვრობის ცენტრის დირექტორის თქმით, პაციენტები ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარნენ.

გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების მინიმალური წესები მაინც დაიცვან.

„ჩვენთან კლინიკაში წინასაახალწლო პერიოდში შემოვიდა 30 პაციენტი. საბედნიეროდ, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი. ყველა მათგანი დაექვემდებარა ამბოლატორიულ მკურნალობას. მათ დიდი უმეტესობა ბავშვი იყო. რთული პერიოდი წინ არის, ახალი წლის და ახალი წლის შემდგომი პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ მინიმალური უსაფრთხოების წესები მაინც დაიცვან," - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×