რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ყველას უშლის ხელს განვითარებაში".

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას სერიოზულად უშლიან ხელს.

„აქ პერსონალიებზე კი არ ვლაპარაკობ, ვინ მომწონს, ვინ არ მომწონს კატეგორიებით?! შეფასებით კატეგორიებზე უარს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რასაც ვხედავთ, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისთვის ხელის შეწყობა არ არის. ის, რაც 16 დეკემბერს დავინახეთ, როდესაც ინაუგურაციის ჩაშლა უნდოდათ, ეს დემოკრატიული პროცესია, თუ კონტრდემოკრატია?!", - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა „პირველ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×