რეზონანსი
29.12.2018

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მურუსიძის "გამუდმივების" საკითხით მოხარული არ არის.

"ლევან მურუსიძის სრულიად სწორად ბრძანა, რომ არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მით უმეტეს, არ მომწონს მისი გამუდმივება, თუ ვინმე მეკითხება ჩემს სუბიექტურ, მოქალაქისა და მინისტრის აზრს. მან ასევე მართალი ბრძანა, როდესაც თქვა, რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს განსხვავებულ პრინციპს, ვიდრე ეს არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყნაში.

ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არ არის არავითარ კავშირში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და მე არ გახლავართ ის მინისტრი, რომელიც ცდილობს, კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები" - აცხადებს წულუკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×