რეზონანსი
28.12.2018

 ხმაურით მიმდინარეობს პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს განიხილავენ. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, ოპონენტებმა (ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ) სპექტაკლი დადგეს, რის გამოც განხილვა ჭიანურდება და არგუმენტირებული მსჯელობის ნაცვლად ოპოზიციის წარმომადგენლები ხმაურობენ.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ელოდებოდნენ განათლების მინისტრსაც, თუმცა მარიამ ჯაშის თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დღევანდელ განხლვას მიხეილ ბატიაშვილიც უნდა დასწრებოდა.

სხდომას ასევე ესწრებოდა გარდაცვლილის შვილი, ბაჩანა შენგელია, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ  მომხდარის მიზეზებზე კითხვები განათლების მინისტრს უნდა დაუსვან.

მარიამ ჯაშის თქმით, ის მოითხოვს, რომ შემდეგ სხდომას განათლების მინისტრიც დაესწროს. საბოლოოდ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სხდომის დახურვისა და საკითხის გადადების შესახებ.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×