რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) "კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი, ეს არის ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ, ფრინველების გუნდს გულისხმობს.

"კობახიძე და მისი პორტირებული გუნდი, ეს არის ალბათ ამ პარლამენტში ყველაზე დიდი ბოროტება, როგორ მოხვდნენ და რატომ მოხვდნენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

როდესაც ეს ადამიანები სიტყვა გუნდს ახსენებს, მათ წარმოუდგენიათ გუნდი ალბათ ფრინველთა. ადამიანების გუნდს არ განეკუთვნებიან,არ იციან რომ პოლიტიკა ეს არ არის თანამდებობები, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხს კი ისინი სცილდებიან", - განაცხადა ჭიჭინაძემ "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×