რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) ახალი წლის ღამეს დედაქალაქში გამართულ კონცერტში ლელა წურწუმია და სოფო ნიჟარაძე მონაწილეობას არ მიიღებენ. კონცერტში მონაწილეთა სიაში მომღერლები არ არინ.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მათ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა სოფო ნიჟარაძეს ისევე როგორც სხვა ქართველ მომღერლებს შესთავაზეს თუმცა მათ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მოტივით უარი განაცხადეს.

ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა ამბობს, რომ თბილისის მერიასთან პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

„დაგვირეკეს და ვერ მოვილაპარაკეთ პირობებზე. ჩვენ სხვა პირობები გვქონდა მათ სხვა. თან ვმუშაობთ ახალი წლის ღამეს. დროც ძაან ცოტა გვაქვს. ახალ წლის ღამეს „მხოლოდ ქართულში" ვართ და შემდეგ ვმუშაობთ „რედისონში" -განაცხადა კახა მამულაშვილმა "პრაიმ ტაიმთან".

რაც შეეხება სოფო ნიჟარაძეს, ის ზარებს არ პასუხობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×