რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს არ ველოდი. ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის რაღაც ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დედამ, ნანა ჩხიკვიშვილმა გამამართლებელი განაჩენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ორი წელია იმედი და ბრძოლის სურვილი დაკარგული აქვს, თუმცა, მისი შვილი ბრძოლას განაგრძობდა.

"უფალი სუფევს, ყველგან არის ყველაფერს ხედავს და ყოველთვის თავის ადგილას გამოჩნდება. ეს არის ერთადერთი ჩემი სათქმელი და ჩასაბღაუჭებელი, თორემ მე და გიორგის ამ ქვეყნის, ამ სისტემის, ამ სივრცის იმედი ორი წელია დაკარგული გვაქვს. ჩემი გიორგი იბრძვის, მე ხელებჩამოყრილი, გაოგნებული დედა ვარ, ხელმოცარული დედა ვიყავი. ორი პოლიციელის ჩვენების გამო, აგვაფარეს სახეზე ორგანიზებული ჯგუფის წევრის სახელი, თქვეს, რომ ნარკოტიკი გიორგის ჩამოტანილი იყო და საქვეყნოდ დამნაშავედ გამოაცხადეს. მეორე დილით ტაძარში რომ მივედი, ყველას სულელი ვეგონე, რომ გამოვჩნდი და არ დავიმალე", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×