რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) თქვენს თავხედობას და ცინიზმს საზღვარი აღარ აქვს. ვანდალური აქტები იყო მრავლად იმ შენობაში განხორციელებული, მაიმუნებივით რომ დახტოდით პარლამენტის დარბაზში, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თბილისში დაბრუნებას აპროტესტებდნენ.

„თქვენს თავხედობას და ცინიზმს საზღვარი აღარ აქვს. რატომ დალეწეთ, თან ნაჯახით პარლამენტის შენობა რუსთაველზე. ვინ იყო ეს? და ახლა თქვენ გეკითხებით „ქართული ოცნების" ხელისუფლებავ, რატომ არ არის ის ხალხი დღემდე დასჯილი. მაიმუნებივით რომ დახტოდით იმ პარლამენტის დარბაზში, რას გავდა ის თქვენი ხულიგნობა, ის ე.წ. რეზოლუცია თუ რევოლუცია? როდის დამთავრდება ეს თქვენი ცინიკური და თავხედური გამოსვლები? იმედი მაქვს, ჩვენი რეზოლუციის მიღებით დამთავრდება. კმარა ცინიზმი?,- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ქუთაისის სასახლეში დღეს ბოლო პლენარული სხდომა გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×