რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ჭიჭინაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ეკა ბესელიას ნაცვლად, თანამდებობიდან პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადამდგარიყო

„ვფიქრობ, მოსახლეობა ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა თქვენს გადადგომას. პირდაპირ ვიტყვი, რომ მეგონა, თქვენზე ადრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამის შემდეგ დავით ჭიჭინაძეს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა საუბარი შეაწყვეტინა. "წესიერად ილაპარაკე შეურაცხყოფების გარეშე", - მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძეს.

ჭიჭინაძემ ამის ონახაშვილს მიმართა:

„არავის გაწყვეტინებდით, ნუ ეზმანებით სხვადასხვა თანამდებობას, დამიჯერეთ. ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ", - მიმართა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ეკა ბესელიას გადადგომით „ქართულმა ოცნებამ" გაწყვიტა ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×