რეზონანსი
27.12.2018

 პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ  "დრაკონური" ჯარიმების და საურავების წესი შეიცვლება და საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური.

"მინდა შევეხო საგადასახადო პოლიტიკას, რომელიც იქნება მაქსიმალურად ლიბერალური. იცით, რომ წარვადგინეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომ არსებული, მე არ მომერიდება, რომ ვთქვა, „დრაკონული“ წესები ჯარიმების და საურავების დაწესების შესახებ  იყოს შეცვლილი. მინდა დავუბრუნდე დღგ-ს დაბრუნების რეფორმას, რომელიც ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება. წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს, მომავალ წელსაც გავაგრძელებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ 2018, 2019 და 2020 წლების განმავლობაში 1.5 მილიარდი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რომელიც მათ პროდუქციას  კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის", - განმარტა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×