რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიცია არც ამჯერად დააფიქსირა.

დღევანდელ სხდომაზე საკითხზე იმსჯელეს, თუმცა როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა განაცხადეს, გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავეს.

"მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდება და შემდეგ საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას. ახლა ჩვენ თავი შევიკავეთ", - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

კითხვაზე, უჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მეუფემ განაცხადა: "საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს".

ჯერჯერობით ასევე უცნობია, თუ როდის გამოქვეყნდება დღევანდელი სინოდის კრების ოქმი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×