რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვანო ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი, - ამის შესახებ პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელიც დღეს კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

ბესელიას განმარტებით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ მას შემდეგ მიიღო, რაც თანამდებობის დატოვების თაობაზე ვანო ზარდიაშვილის განცხადება ჩაიბარა.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილის კანდიდატურები განიხილება.

 

 

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×