რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ,"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი, 14 წლის მუხმად ფარეულიძე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მუხმად ფარეულიძე 25 დეკემბერს ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ის სოფელ ბირკიანიდან არის და მშობლებთან ერთად სირიაში, სავარაუდოდ, 2014 წლის დასაწყისში წავიდა.

„მამამისი ახმად ფარეულიძე იყო თარხან ბათირაშვილის, იგივე "ჟღალი გენერლის" თანასოფლელი, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც. 2016 წლის ზაფხულში, როდესაც ავიაიერიშის დროს ბათირაშვილი დაიჭრა, მასთან ერთად ასევე დაიჭრა ახმად ფარეულიძეც, თუმცა მოგვიანებით ბათირაშვილი დაიღუპა, ფარეულიძე კი გადარჩა. ახმად ფარეულიძე დღემდე იბრძვის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში", - ნათქვამია kvirispalitra.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×