რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში დღეისთვის ნალექიან ამინდს ელიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ნალექი - მთაში უმეტესად თოვლის სახით, მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +1, +6; მთაში -3, +2; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ნალექი - მთაში უმეტესად თოვლის სახით, მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში 0, +5; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება +5 გრადუსი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×