(რეზონანსი) გაცილებით მნიშვნელოვანია, ცვლილებები შეეხოს მართვის და მენეჯმენტი ფორმებს, ვიდრე, ან მხოლოდ კონკრეტულ გვარებს და კადრებს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ" სტუმრობისას განაცხადა.
„როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ფრაგმენტულად ისაუბრო. განსაკუთრებით, როდესაც ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მოცემულობა გაცილებით გაბედული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. ცვლილებები კომპლექსური უნდა იყოს. ვინც არ უნდა შეიცვალოს, სახელისა და გვარის ცვლილება არ შეცვლის ვითარებას, თუ მენეჯმენტი და მართვის სტილი არ შეიცვალა. გამორიცხვით, საკადრო ცვლილებებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა, გაცილებით მეტი დრო ეთმობა შინაარსს, მართვის მოდელს და კონტროლის მეტი მექანიზმის გამოყენებას, რომ ყველა დონეზე, ყოველი პასუხისმგებელი პირი, ვისაც კონკრეტული სფერო აქვს მინდობილი და კონკრეტული მიმართულება აბარია, პოზიციაზე ეფექტიანი იყოს, პასუხისმგებელი და ჰქონდეს შედეგი", - განაცხადა ბესელიამ.