რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) მომღერალი, მუსიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობად მოგვევლინა ჟურნალ "სარკესთან" ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

"იყო მომენტები, კაპიკი ფული არ მქონდა. ჩემი ნახატი გავიტანე ჭრელ აბანოსთან, მხატვრების გამოფენა რომაა და 50 მანეთად გავყიდე. სიხარულით მოვედი სახლში, რადგან ეს უკვე საჭმლის ფული იყო. ეს იმაზე მეტი ფული იყო მაშინ, ვიდრე ახლა 300 ლარია. ახლაც ასე ვარ - თავი გაგვაქვს როგორღაც. ფული რომ არ მაქვს, ონლაინ სესხს ვიღებ და მერე ჩავასესხებ ხოლმე.

წესიერ ქვეყანაში ბანკებით ცხოვრობს ხალხი, რადგან ბანკები ადამიანებს არ ახრჩობენ. ჩვენთან კი ბანკი გადასულია დახრჩობაზე. აქ უკუღმაა - ვისაც შემოსავალი აქვს, მას არ ასესხებენ და ვისაც არაფერი აქვს, გარდა სახლისა, მას აძლევენ, რათა მერე ის სახლი წაართვან" - ამბობს ნუგზარ ერგემლიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×