(რეზონანსი) კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების სიის განხილვაზე. კოალიციის აზრით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ხელახლა უნდა მოხდეს, შერჩევის პროცესი კი მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ უნდა დაიწყოს.
კოალიცია მიმართავს პარლმეტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისეთი კანდიდატების წარდგენის გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმასაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. - აცხადებენ არასამთავრობოებს წარმომადგელები.
„მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, გიორგი ტყავაძის, პაატა სილაგაძის სახელები წლებია უკავშირდება კლანურ მმართველობას და კორპორატიზმს სასამართლო სისტემაში. მათგან საბჭოს ორი მოქმედი წევრის - მიქაუტაძის და გვრიტიშვილის კანდიდატურების დასახელება ცხადყოფს, რომ საბჭოს წევრები საკუთარ თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ", - განაცხადეს კოალიციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კოალიციაში ოთხმა არასამთავრობოა გაერთანებული- "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "IDF".
"პირველი რადიო"