რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) რუსი მონადირე მის მიერ მოშინაურებულმა დათვმა ჯერ მოკლა, შემდეგ კი შეჭამა. პოლიციამ მხოლოდ მის ძვლებს მიაგნო. დათვი მონადირის სამ ძაღლსაც დაესხა თავს და ისინიც შეჭამა.

ჩელიაბინსკის რეგიონში მცხოვრებმა, 41 წლის სერგეი გრიგორიევმა დათვის ბელი 4 წლის წინ იპოვა და სახლში წაიყვანა. იგი დათვს გალიაში ზრდიდა. გარეული ცხოველი სერგეი გრიგორიევს რამდენჯერმე დაესხა თავს. ბოლო ინციდენტი კი ფატალური შედეგით დასრულდა.სერგეი გრიგორიევი რამდენიმე დღე ნათესავებს დაკარგული ეგონათ და პოლიციას მიმართეს. სამართალდამცველებმა მის ნეშტს და გაქცეულ დათვსაც მიაგნეს. ცხოველი იმდენად აგრესიული იყო, რომ პოლიციამ იგი ადგილზე მოკლა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×