რეზონანსი
27.12.2018

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს.

„რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებისთვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ. თუ აღმოჩნდება, რომ ბეტონის კედელს ვურტყამ თავს და ცვლილებების პერსპექტივა არ არის, არავითარ საშუალებას არ გამოვრიცხავ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერა, თუ სხვა ათასი საშუალება, ნამდვილად არ გამოვრიცხავ“, - განუცხადა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“.

მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების გამო, აღნიშნულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×