რეზონანსი
27.12.2018

 ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"სანდრო ბარამიძე გამოდის "ტვ პირველზე" და ამბობს, ჩინჩალაძის კლანის დანიშვნა არის წარმოუდგენელიო. ადეიშვილის ნების გამტარებელი იყო ჩინჩალაძის კლანი და ბიძინა ივანიშვილი არის ამისი ორგანიზატორიო. წულუკიანი და ბარამიძე თითქმის მოსაკლავად დამდევდნენ, როცა ამ უმსგავსობას ვებრძოდი. ვუსმენ ამ კაცს და მეტირება. ქუჩაში ვიდექი, რომ იუსიტიციის სამინისრტოს საკანონმდებლო ცვლილებები არ გაეტარებინა და იუსტიციის საბჭოს არ მიეღო უფლება წარედგინა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. სანდრო ბარამიძემ წარადგინა ეს ცვლილებები პარლამენტში და ახლა მოუწოდებს პარლამეტნს ხმა არ მისცეთ ჩინჩალაძეებსო. უკომენტაროდ დავტოვებ სანდრო ბარამიძის შემობრუნებას წესიერებისკენ", – წერს ზაზა ხატიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×