რეზონანსი
27.12.2018

 რუსთავში, შარტავას გამზირზე, კონკრეტულად კი ავეჯის სახლ "ემბავუდის" გვერდით სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" ახალ სავაჭრო ცენტრს ააშენებს. მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

შენობა საკმაოდ დიდ ფართზე განთავსდება და ერთ სართულიანი იქნება. სუპერმარკეტს ექნება ღია და მიწისქვეშა პარკინგი, შენობაში შეგეძლებათ როგორც სურსათის ასევე ტექნიკის და ტანსაცმელის შეძენა, ასევე საუბარია რომ ფართები დაიკავოს რამდენიმე ევროპულმა ბრენდმა.

"ინფორუსთავის" ცნობით, გარდა სავაჭრო დანიშნულებისა კარფურს ექნება გასართობი ფუნქციაც, შენობაში მოეწყობა კაფეები და სხვადასხვა ბრენდის კვების ობიექტები, ასევე გასართობი სივრცეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×