რეზონანსი
26.12.2018

 ჟურნალისტი ელისო კილაძე ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერ დავით ქაცარავას ღიად დაუპირისპირდა და ის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წელს არის გადაღებული და მასში დავით ქაცარავა რუსეთის მოქალაქეებს ხვდება ერთ-ერთ რესტორანში.

“ორმაგი სტანდარტი ტეხავს-გემშვიდობებით მეგობრებო! ვწუხვარ რომ მარინა ძაგნიძის ფული ლუსტრატორი აღმოჩნდა. 2017 წელს რუსეთი ოკუპანტი იყო. ახლაც ოკუპანტია და მათთან ერთად ტურისტული პროექტები ტეხავს. მშვიდობით გმირო" – დაწერა კილაძემ, რასაც ქაცარავამ უპასუხა.

"რამე ახალზე მესაუბრეთ. მაგალითად, მღებრიშვილთან კულუარულ შეხვედრაზე  9 თვის წინანდელი, უკბილო მასალა არაადეკვატურია იმ მუქარების, რაც გააჟღერეთ, აქამდე რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს სკანდალური, ჩემი მამხილებელი და დამღუპველი მასალები? დამინდეთ?"

ელისო კილაძე: ირონიაში ვერ გადაიტან გმირო - რუსების გვარები, სახელები, ვინ არიან რა ბიზნესპროექტზე შეთანხმდით!

დავით ქაცარავა: სხვათა შორის გამოგრჩათ ჩემი მონაწილეობა რუსულ სერიალებში! ამასაც ველოდებით! დადეთ ჩემი მხილება! რადგან ლუსტრაციაა, ბოლომდე მოხდეს! ალბათ ძაგნიძეც "ალფა ბანკის" თანხებს ათეთრებს და ეს სქემაც გაშიფრეთ.

ელისო კილაძე: ჯომარდობის ფედერაციიდან დავიწყებ - საინტერესო ამბებს მიყვებიან. სერიალები არ მაინტერესებს, "ალფა ბანკის" კულტურული პროექტები უფრო. აბა, კარგად!

დავით ქაცარავა: ვინმემ დაუდეთ იგივე მასალაზე აწყობილი "ობიექტივის" სიუჟეტი. ჩაგივარდათ სენსაცია. მე მღებრიშვილთან კულუარული შეხვედრის ჩანაწერს ველოდი.

ელისო კილაძე: ქაცარავა გმირს კითხეთ ვინ არიან ეს რუსები. მე ღიად წავედი ინაუგურაციაზე, ქაცოს რუსებთან ქეიფი არ გაუმხელია. ნუ ჩქარობთ - საუბრის შინაარსს, სხვა დეტალებს გზადაგზა მოგაწვდით.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×