რეზონანსი
26.12.2018

ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეთა ნაწილის მტკიცებით, სესხის განულებაზე უარს ეუბნებიან. მოქალაქეების ინფორმაციით, „სესხების განულება ეკუთვნით და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“.

„პირადად მე რამდენიმე კომპანიის ვალი მაქვს. ესენია: შპს „პრობლემური აქტივების ბიურო“ და შპს „ფინანსური სექტორი“. ვაკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, რომელიც მთავრობამ განსაზღვრა, თუმცა კომპანიები მეუბნებიან, რომ თავად წყვეტენ, ვის სიას გადასცემენ და ვისას – არა. როგორც ჩანს, ეს კომპანიები ყველა სესხს არ გაანულებენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ რამდენიმე თემატური ჯგუფიცაა შექმნილი, მაგალითად „სესხები არ განულდა“ და „არა ონლაინ სესხებს“, სადაც წერენ, რომ სესხების განულების პრობლემა მათაც აქვთ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600.000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. შავ სიაში, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×