რეზონანსი
26.12.2018

 მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქე მთვარისან ნავერიანმა და რამდენიმე მხარდამჭერმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნაა რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. საკითხი ეხება 2018 წლის მაისში, მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქე მთვარისა ნავერიანს “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო მოგვიანებით ნიკა გვარამიამ "ფეისბუქით" ბოდიშიც მოიხადა.

"მარშალპრესის" ცნობით, მთავარმა პროკურატურამ მთვარისა ნავერიანი დაზარალებულად ცნო. მთვარისა ნავერიანისა და მისი უფლებადამცველის განცხადებით საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუხდენია შესაბამისი რეაგირება დამნაშავის დასასჯელად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×