რეზონანსი
26.12.2018

 (რეზონანსი) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, უმცირესობის წევრი, "ევროპული საქართველოს" დეპუტატო ოთო კახიძე ეხმაურება:

"მადლობა

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს,

არასამთავრობოთა კოალიციას,

სახალხო დამცველს,

ადვოკატთა ასოციაციას

და ყველა ადამიანს, ვინც პრინციპული პოზიცია დააფიქსირა ღიად თუ არასაჯაროდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე.

ივანიშვილის და სასამართლოს მმართველი ჯგუფის გეგმა, ფორსირებულად გაეყვანათ მათი შერჩეული კანდიდატები - ამ ეტაპზე ჩავარდა.

ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ სწორი პოზიციონირების შემთხვევაში, ივანიშვილს უკან დავახევინებთ, ეს ასევე ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს "ჭარბი ნდობა" და თითის გატკაცუნებით ვეღარ ისრულებს საწადელს.

საგაზაფხულო სესიისთვის საკითხის გადადება კარგია, მაგრამ ახლა მთავარია, საზოგადოება კარგად მოემზადოს შემდეგი რაუნდისთვის.

ევროპული საქართველო აქტიურად იმუშავებს, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი სასამართლო." წერს კახიძე "ფეისბუქზე".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×