რეზონანსი
26.12.2018

 (რეზონანსი) „სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის ტარიფი 56.929 თეთრი იქნება, რაც მოქმედ ტარიფზე (56.940 თეთრი) თეთრით 0.011 თეთრით ნაკლებია.

სემეკი აღნიშნული სატარიფო დადგენილების პროექტს ამ წუთებში განიხილავს, რის შემდეგაც მარეგულირებელი კომისიის წევრები მას კენჭს უყრიან.

ბუნებრივი გაზის ახალი ტრიფი ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან შევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×