რეზონანსი
26.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი მცირდება. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის" აბონენტებს შეეხება.

ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

​სემეკ-ის განმარტებით, ბუნებრივი აირის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება: ტრანსპორტირება, განაწილება და მიწოდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტირებისა და განაწილების კომპონენტებში ფასის შემცირების გამო, შესაძლებელი გახდა თბილისში სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×