რეზონანსი
26.12.2018

 ტუნისში რევოლუციის მოწოდებით ჟურნალისტმა თავი დაიწვა, რასაც აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა. კასერინის პროვინციის პატარა ქალაქში მცხოვრებმა აბდერაზაკ ზორგუმ თავის დაწვამდე ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რომელშიც მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებდა.

„კასერინის შვილებისთვის, რომლებსაც არსებობის საშუალება არ აქვთ, დღეს მე რევოლუციას ვიწყებ. მე თავს დავიწვავ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ტრაგედიამდე ჟურნალისტმა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ჟურნალისტის სიკვდილმა აფრიკულ სახელმწიფოში დემონსტრაციების ტალღა გამოიწვია. აქტივისტები ტუნისში არსებული პირობების გაუმჯობესებისთვის აქციებს მართავენ. რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდებმა ქუჩები გადაკეტეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლს უკიდებდნენ.

სამართალდამცველებმა ვითარების გასანეიტრალებლად რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. არეულობის დროს ექვსი პოლიციელი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×