რეზონანსი
26.12.2018

 როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანმა ამბობს, ინფლაციის დათვლა უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რას მოიხმარს ან ვერ მოიხმარს ადამიანი. მხოლოდ ტურიზმი ვერ შექმნის ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებელს.

"მე სრულიად დაბეჯითებით ვამბობ, რომ ტურიზმი და ასეთი ბენზინის შემოტანა და გაყიდვა ქვეყანაში ვერ შექმნის იმ ეკონომიკურ დონეს, რომ რაღაცით გამოსწორდება მდგომარეობა. კარაქის ფასი რამდენი გახდა ამ 3-4 წელიწადში? თითქმის ორჯერ გაძვირდა. კარაქი ხომ არ არის ფუფუნების საგანი. ხიზილალა თუ გაიაფდა, ამას გაჭირვებული ადამიანი მაინც ვერასდროს იყიდის. ამიტომ ჩვენ ინფლაცია უნდა დავთვალოთ იმის მიხედვით, რასაც ყოველდღიურად მოიხმარენ ეს ადამიანები“, - განაცხადა "360 გრადუსში" ენძელა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×