რეზონანსი
26.12.2018

 ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მრავალი მოტეხილობა მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია.

მომხდარის გამო ყაზბეგის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×