რეზონანსი
26.12.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე 64 წლის ქალს ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში არის გადაყვანილი.

"ფეხით მოსიარულეს დაეჯახა მანქანა. მოყვანისას პაციენტი იყო კონტაქტური, ამჟამად მიმდინარეობს კვლევები. სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია. დაზიანებები პაციენტს ზურგის და თავის არეში აღენიშნება ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან " საუბრისას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა ირმა სულაქველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×