რეზონანსი
25.12.2018

 საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდა.

„საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ არა? ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 სამუშაო ადგილამდე წელიწადში. 

უმუშევრობაში ვხედავთ დიდ გამოწვევას. ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, უმუშევრობის შემცირების ტემპი დაბალია. იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ. თუმცა, არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ქობულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×