საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ჰონორარებისთვის განსაზღვრული თანხიდან, წლის ბოლოსთვის დარჩენილი 27 263 ლარი რვა მეურვეზე ერთჯერადად გადანაწილდება, რაც თითოეულზე 3 407 ლარს შეადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს ერთხმად მიიღეს.
სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე ერთხმად დაამტკიცეს მომავალი წლიდან ყოველთვიური ჰონორარების გაზრდის საკითხიც.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019 წელს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ჰონორარი 6 500 ლარი იქნება, თავმჯდომარის მოადგილის – 4 800 ლარი, სამეურვეო საბჭოს წევრის – 4 200 ლარი.
ამ გადაწყვეტილებამდე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5 800 ლარი იყო, საბჭოს წევრის – 3 800 ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები საკუთარ ანაზღაურებას პერიოდულად იზრდიან. მაგალითად, 2017 წლის პირველ დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5 000 ლარი იყო, წევრის – 3 200.