რეზონანსი
25.12.2018

 საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ახალ მოძრაობას #ერთადსახლში იწყებს. ამ თემაზე ის „ფეისბუქში“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მიმართავს ემიგრანტებს, რომ დიდი ტალღა უნდა ააზვირთონ, რომლებმაც გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე. სააკაშვილი მათ ჰპირდება, რომ საქართველოში გაყვება.

„ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელის არის საქართველოში.

ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და მისი მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა. ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება.

ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ –  ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს. აბა, თქვენ იცით“, – წერს სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×