რეზონანსი
25.12.2018

 მუნიციპაულური განვითარების ფონდი თბილისის მეტროს საკომუნიკაციო და სავენტილაციო ქსელის შეცვლას 2019 წელს დაიწყებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ის ახლა შეფასების ეტაპზეა.

„თბილისის მეტროპოლიტენის არსებობის ისტორიაში, საინჟინრო ქსელების რენოვაცია არ განხორციელებულა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ „საქმის კურსში“.

მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ ქსელი ერთ დღესაც, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს. აქედან გამომდინარე მისი მთლიანი განახლება გადაუდებელი აუცილებლობაა. შენგელიას თქმით, პროექტი ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×