რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის" პროექტს განიხილავდნენ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი ქალთა მიმართ ძალადობაზე აქცენტის გაკეთებამ გააღიზიანა.

მისი თქმით, მიზამიმართულად მიმდინარეობს ოჯახების დანგრევა და ამაში დიდი როლი ტელევიზიებს აქვთ. როგორც დეპუტატმა განაცხადა ქალთა მიმართ ძალადობაზე ხაზგასმა არ უნდა ხდებოდეს.

„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს. ვინც კი რუსთავი 2-ს უყურებს და ნანუკას შოუს, იმ ქალების 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ, არა? ხშირად არის ხაზგასმა იმაზე, რომ აი, ქალებზე ძალადობაზე ლაპარაკი. და კაცებზე არ ძალადობენ ქალები? ხო არის ესეც? ხომ დასჯადია ისიც და ისიც? აბა, რას ვუმატებთ კიდევ"- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×