(რეზონანსი) ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი და მისი უფლებადამცველი მთავარ პროკურატურაში მივიდნენ.
ბაჩანა შენგელიას თქმით, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელის და ორი თანამშრომლის ბრალეულობა იკვეთება.
„მოთხოვნა არის დამნაშავე პირების დასჯა. ამ ეტაპზე გამოკვეთილი გვყავს ოთხი პირი განათლების სამინისტროდან. ესენი არიან ინსპექტორების სამსახურის თანამშრომლები - ბატონი წამალაშვილი და ქალბატონი ჯაფარიძე, ასევე მათი ხელმძღვანელი ქალბატონი გაბიჩვაძე და მინისტრი ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, რომლებიც უშუალოდ მათი ხელმოწერილი დოკუმენტები, რაც დევს საქმეში. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოძიების პროცესში, როცა დაიწყება გამოძიება, აუცილებლად ეს წრე გაიზრდება და ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი ადამიანია ჩართული ამ პროცესში, ვიდრე დღეს ეს მტკიცებულებებით ჩანს," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.