რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს თემა არის წითელი ხაზი, რომელსაც ის თუ გადაკვეთს, ამით დამთავრდება ყველაფერი - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.

ხუხაშვილი თქმით, სასამართლო სისტემა, კონკრეტულად კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი კანდიდატები არის ტესტი ბიძინა ივანიშვილისთვის.

"მე კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანი დაიბრუნდებს ლიდერულ თვისებებს. მან დაკარგა ეს თვისებები. გახდა მოლარე, რომელიც არიგებს სიკეთეს ადამიანებზე. მეტი ფუნქცია მას ფაქტობრივად აღარ ჰქონდა ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში. ფეხების ბაკუნიც დაიწყო და ამ სამყაროში არ იყო. რეალობის წინაშე დადგა არჩევნების პირველი ტურის მერე, რის შემდეგაც რაღაც პირობები დადო. ძალიან მინდა, რომ მან ეს პირობა შეასრულოს", - აცხადებს ხუხაშვილი "ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×