რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, - ეს განცხადება ენძელა მაჭავარიანმა ეკონომიკის მინისტრის მოსმენისას, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მაჭავარიანი ქობულიას გამოსვლით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მან ვერ მოისმინა სიღარიბის დაძლევის გეგმა.

"თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში.

ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება. ასევე არის ის ელექტროსადგურები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ხალხი არ ემხრობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×