რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) ნურავინ ეცდება იმის გამყარებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს ნაკლებად უჭირდა ხალხს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

„ბევრჯერ გაჟღერდა, თუ რა კომენტარი გავაკეთე გასაჭირთან დაკავშირებით. ბევრმა ვერ გაიგო თუ რა ვთქვი. ზუსტად ვთქვი შემდეგი: საქართველოში ხალხს საოცრად უჭირს. ხალხს დღეს ბევრად უფრო მეტად არ უჭირს, ვიდრე გუშინ, თუმცა ამ ფაქტით, ამ ხალხის სიტუაცია არ იოლდება. ვისაც აქვს პრეტენზია, შემიძლია სახალხოდ დავუჯდე განხილვაზე, მაგრამ არ ვურჩევდი. არ უჭირს ხალხს მეტად, ვიდრე უჭირდათ „ნაციონალური მოძრაობის" დროს, - განაცხადა ქობულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×