რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.

იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის" ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.

როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×