რეზონანსი
25.12.2018

 "ჯეოსტარის" გამარჯვებული, მომღერალი ოთო ნემსაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და "მხოლოდ ქართულის" გუშინდელ ტურს აკრიტიკებს.

"მოკლედ, არ შეიძლება ამის გატარება და არც გავატარებ. იმ მუსიკალურ ვერსიებში, რომლებიც მხოლოდ ქართულში გაჟღერდა და სპეციალურად ჩემი სადებიუტო ალბომისთვის შეიქმნა, თანხაა გადახდილი, თანაც მგონი, სოლიდური. ეს ალბომი "ჯეოსტარზე" მოვიგე ბევრი სხვა მატერიალური პრიზის მაგივრად.

მაინტერესებს ამ გადაცემას არ ჰყავს პროდიუსერი, რომ დარეკოს და გაარკვიოს ალბომის მფლობელი რა აზრზეა საერთოდ?

რამდენჯერაც ვინმეს უთხოვია არასდროს ვყოფილვარ უარზე, რომ სადმე ეს სიმღერები შესრულებულიყო. უბრალოდ, თავხედობაა საერთოდ რომ არ გახსენებენ იქ, სადაც სისხლი და ხორცი ჩადე. "მხოლოდ ქართული" – ბევრი გეშლებათ” – წერს ოთო ნემსაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×