რეზონანსი
25.12.2018

 ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას მოსამართლეების უვადოდ წარდგენასთან დაკავშირებით შემდეგი მიმართვით ეხმიანება:

"მეგობრებო, მინდა სწორად გაიგოთ. ბოლო 10 წელი ნაციონალურ ჯოჯოხეთთან ბრძოლას შევწირე. ყველაფერი გადავდე, ოჯახის წევრებს დავუპირისპირდი, თავი საფრთხეში ჩავიგდე, ვიბრძოლე, ვამხილე უსამართლო მოსამართლეები, ვამხილე ჯალათი პროკურორები, დავწერე 60 საგაზეთო ინტერვიუ, ჩავატარე 50-მდე პრესკონფერენცია და დღეს იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლე წარადგინა უვადოდ, მათ შორის ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, სილაგაძე და საბჭოს მოქმედი მდივანი მიქაუტაძე. წარდგენილებს შორის ვისაც ვიცნობ ერთადერთი ღირსეული კანდიდატი ქალბატონი მარიამ ცისკაძეა, დანარჩენები სულ ნაციონალების კლანის წევრები და ადეიშვილის პირადი მეგობრები არიან. ახლა მარტო უზენაესის თავმჯდომარედ ადეიშვილის დანიშვნაა დარჩენილი. ჰოდა, რაღა მიშა ჩინჩალაძე და რაღა ადეიშვილი, ხალხოოოოოო........ დაბნელდა საქართველოში საბოლოოდ მოკვდა სასამართლო", - წერს ადვოკატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×