რეზონანსი
25.12.2018

 საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ დღეში 600 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

გამოცემა “ბლუმბერგში” არსებულ ივანიშვილის პროფილზე მითითებულია, რომ 2018 წლის 20 დეკემბერს მილიარდერის ქონება 5.57 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, მეორე დღეს კი - 4.97 მლრდ დოლარად.

ამ თანხით ივანიშვილი მსოფლიოში, ოფიციალურად დარეგისტრირებულ მილიარდერთა შორის 305-ე ადგილზეა.

“ფორბსის” მილიარდერთა ინდექსის მონაცემებით, ივანიშვილს კიდევ უფრო ნაკლები ქონება აქვს - 24 დეკემბრის მონაცემებით, 4.6 მილიარდი. ამ თანხით ის “ფორბსის” რეიტინგში 456-ე ადგილზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×