რეზონანსი
25.12.2018

 რუსთავის სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი სამი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი მუცლის არეშია დაჭრილი, ორი კი ფეხის არეში. საავადმყოფოს ეზოში დაჭრილების ახლობლები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ.

მათი ინფორმაციით, უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ეწეოდნენ, გაჩიანელმა ახალგაზრდებმა მათ მსგავსი ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და კონფლიქტის მიზეზი სწორედ ეს გახდა. "აიპიენის" ცნობით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×