რეზონანსი
25.12.2018

 მიხეილ კალანდიამ პროკურატურა ცოტა ხნის წინ უკომენტაროდ დატოვა. ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, ერთ-ერთ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

„ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, როდის მოხდება მიხეილ კალანდიას დაკითხვა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი, თუმცა კონკრეტულად ვერ ისაუბრებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×